აბდულაზიზი

აბდულაზიზი
عبد العزيز
ოსმალეთის 32-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 15 ივნისი 1861
მმართ. დასასრული: 30 მაისი 1876
წინამორბედი: აბდულმეჯიდ I
მემკვიდრე: მურად V
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 თებერვალი 1830
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 4 ივნისი 1876
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: დიურინევი
ედადილი
გევჰერი
ჰაირანიდილი
ნეშერექი
შვილები: აბდულმეჯიდ II
დინასტია: ოსმანები
მამა: მაჰმუდ II
დედა: ფერთევნიალ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

აბდულაზიზი (ოსმ. عبد العزيز, თურქ. Abdülaziz, დ. 9 თებერვალი 1830 — გ. 4 ივნისი 1876) — ოსმალეთის იმპერიის 32-ე სულთანი 1861—1876 წლებში. მაჰმუდ II-ის მეორე შვილი. ტახტზე ავიდა მისი ძმის, აბდულმეჯიდ I-ის გარდაცვალების შემდეგ.

აბდულაზიზს სურდა რეფორმების გატარება, შემოიკრიბა ლიბერალები, მოიპოვა პოპულარობა, ხალხს ჰპირდებოდა სახელმწიფოსა და სასახლის ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ არ იყო საკმაოდ მტკიცე, რომ შეესრულებინა თავისი დაპირებები. 1862 წლიდან მას საქმიანობაში ხელს უშლიდა ცალკეული ნერვული აშლილობები, რის გამოც 1571 წლიდან იმპერიას მართავდა დიდი ვეზირი, რომელიც მისმა წინამორბედმა დანიშნა.

აბდულაზიზის მმართველობის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია: 1866 წლის კრეტას აჯანყება, 1867 წლის ბელგრადის დაცემა სერბეთში, 1868 წლის დიპლომატიური გამარჯვება საბერძნეთზე, აჯანყების წაქეზება კრეტაზე, ეგვიპტელი ფაშას დამორჩილება, რომელმაც აბდულაზიზისგან მიიღო ხედივის ტიტული — ამაზე ზრუნავდნენ სულთანზე გაცილებით უფრო ცნობილი, სახელმწიფო მოხელეები ფუადა-ფაშა და ალი-ფაშა.

ოჯახი

ცოლები და ხარჭები

ვაჟები

  • შეჰზადე იუსუფ იზეთინ ეფენდი (1857–1916), დიურინევ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მაჰმუდ ჯელალედინ ეფენდი (1862–1888), ედადილ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ სელიმ ეფენდი (1866–1867)
  • აბდულმეჯიდ II (1868–1944), ჰაირანიდილ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ შევქეთ ეფენდი (1872–1899), ნეშერექ (ნესრინ) ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ სეიფედინ ეფენდი (1874–1927), გევჰერი ქადინეფენდისგან

ქალიშვილები

  • ფატმა (სალიჰა) სულთანი (1862–1941), დიურინევ ქადინეფენდისგან
  • ემინე სულთანი (1866–1867), ედადილ ქადინეფენდისგან
  • ნაზიმე სულთანი (1866–1947), ჰაირანიდილ ქადინეფენდისგან
  • ესმა სულთანი (1873–1899), ნეშერექ (ნესრინ) ქადინეფენდისგან
  • ემინე სულთანი (1874–1920), ნეშერექ (ნესრინ) ქადინეფენდისგან
  • ფატმა სულთანი (1874–1875)
  • მუნირე სულთანი (გარდაიცვალა 1877)

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 23.
  • Ацам «L’avénement d’A.» (Париж, 1861.)
  • Миллинген (Осман-Сейфи-Бей), «La Turquie sous le règne d’A.» (Брюссель, 1868 г.)
  • Миллинген (Осман-Сейфи-Бей), «Sultan A.» (в «Unsere Zeit», Лейпц., 1877, I).