აბილინი (ინგლ.Abilene) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. 117 063 მცხოვრები (2010). ქალაქი დაარსდა 1881 წელს როგორც სარკინიგზო სადგური ტეხასელ საქონლის გადამრეკთათვის, რითაც ჩაანაცვლა თანამოსახელე ქალაქიკანზასის შტატში. ამჟამად აბილინში განთავსებულია რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება, დასავლეთ ტეხასის იარმარკა. აღდგენილია ქალაქის ძველი ნაწილი.