აბლაბუდატკიპასებრნი (ლათ.Tetranychidae) — ფეხსახსრიანების ოჯახი ტკიპების რიგისა. დედლის სიგრძეა — 0,4-0,5 მმ, მამლისა — 0,2-0,3 მმ. დედალი გაზაფხულზე 50-180 კვერცხს დებს. აბლაბუდატკიპასებრნი მასობრივად მრავლდებიან ივლის-აგვისტოში. ერთი დედალი ზაფხულის განმავლობაში 15-20 თაობას იძლევა. სექტემბერ-ოქტომბერში აბლაბუდატკიპასებრნი იბუდებენ ხის ქერქის ქვეშ ან ჩამოცვენილ ფოთლებში და იქვე იზამთრებენ. საქართველოში მრავალ რაიონში ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, რომელიც აზიანებს მრავალი სახეობის მცენარეს.
ბრძოლის ღონისძიებანი: სწორი თესლბრუნვა, მინდვრიდან მცენარეული ნარჩენების გატანა, სარეველების მოსპობა, გოგირდის შეფრქვევა და სხვა.