აგადესის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
აგადესის რეგიონი ფრანგ. Agadez | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | აგადესი |
შიდა დაყოფა | Arlit Department, Bilma Department და Tchirozérine Department |
კოორდინატები | 17°00′00″ ჩ. გ. 8°00′00″ ა. გ. / 17.00000° ჩ. გ. 8.00000° ა. გ. |
ფართობი | 667 799 კმ² |
მოსახლეობა | 487 620 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 0,73 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
![]() | |
აგადესის რეგიონი (ფრანგ. Agadez) — რეგიონი ნიგერში. რეგიონის ფართობი შეადგენს 667 799 კმ²-ს, ეს ყველაზე დიდი რეგიონია ნიგერში. 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 487 620 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 0,73 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი აგადესი.
გეოგრაფია
აგადესის რეგიონი მდებარეობს ნიგერის ჩრდილოეთში. მისგან ჩრდილო-დასავლეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ალჟირთან, ჩრდილოეთით — ლიბიასთან, დასავლეთით — მალისთან, აღმოსავლეთით — ჩადთან. აგადესის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ნიგერის ტაჰუის რეგიონი, სამხრეთით — მარადის, ზინდერის და დიფის რეგიონები.
რეგიონის დიდი ნაწილი უკავია ტენერეს უდაბნოს და აირის მთებს. წვიმები საკმაოდ იშვიათობაა, მაგრამ რეგიონში არსებობს წყლების მიწისქვეშა წყაროები, როგორც წესი — აგადიმის, არლიტის, ბილმის, დირკუს, ტიმიის და სხვა ოაზისებში.
მოსახლეობა
რეგიონში პირველ რიგში ცხოვრობს მომთაბარე ხალხი: ტუარეგები, ტუბუ, ფულბე. ქალაქებში და ოაზისებში ასევე ცხოვრობენ ჰაუსას, კანურის, სოგაის.
ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 3 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი აგადესი):
არლიტის დეპარტამენტი (Arlit):
- ფართობი: 216 774 კმ²
- მოსახლეობა: 156 024 ად. (2011 წელი)
ბილმის დეპარტამენტი (Bilma):
- ფართობი: 286 279 კმ²
- მოსახლეობა: 27 146 ად. (2011 წელი)
ჩიროზერინის დეპარტამენტი (Tchirozérine):
- ფართობი: 154 746 კმ²
- მოსახლეობა: 328 018 ად. (2011 წელი)
ეკონომიკა
სამეურნეო თვალსაზრისით აგადესის რეგიონი დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ნიგერის ეკონომიკისთვის, რადგან აქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ურანის საბადო. მის ექსპორტს მოაქვს ქვეყნის მთლიანი სავალუტო შემოსავლების 20 %-ზე მეტი. ასევე მთავარი მნიშვნელობა აქვს მარილის მოპოვებას. მარილი ოაზისების გავლით ქარავნებით შემოაქვთ ნიგერის სამხრეთში მდებარე ქალაქებში, სადაც ის იცვლება ფეტვზე და სხვა კვების პროდუქტებზე. რეგიონის შიგნით სოფლის მეურნეობა სუსტადაა განვითარებული (გამონაკლისია — ოაზისები).
სქოლიო
- ↑ Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.