ადატარას მთა

ადატარას მთა
安達太良山
კოორდინატები: 37°38′39″ ჩ. გ. 140°17′10″ ა. გ. / 37.64417° ჩ. გ. 140.28611° ა. გ. / 37.64417; 140.28611
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
სიმაღლე 1 728 
ადატარას მთა — აზია
ადატარას მთა

ადატარას მთა (ინგლ. Mount Adatara) — აქტიური სტრატოვულკანი ფუკუსიმას პრეფექტურაში, იაპონიაში.

მდებარეობს ქალაქ ფუკუსიმას სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 15 კილომეტრში, ბანდაის მთის აღმოსავლეთით. მისი ბოლო ცნობილი ამოფრქვევა მოხდა 1996 წელს[1]. 1900 წელს, მისი ამოფრქვევის შედეგად გოგირდის მაღაროში, რომელიც სამიტის კრატერში მდებარეობს, დაიღუპა 72 მუშა.[1]

მთა სინამდვილეში მოიცავს მრავალ ვულკანს, რომელებიც ფართო, ტყიან მასივს ქმნიან. ადატარა ჩრდილოეთით ჩამქვრალ ვულკანს, აზუმას მთას ეკვრის. მწვერვალს მინოვა-იამა ჰქვია. იგი ადატარას ქედის უმაღლესი წერტილია, რომელიც ჩრდილო-სამხრეთით დაახლოებით 9 კმ-ზეა გადაჭიმული.[2]

სქოლიო

  1. 1.0 1.1
    • Adatara (ინგლისური) — სტატია გლობალური ვულკანიზმის პროგრამიდან (შემოწმებულია 30 დეკემბრის 2014)
  2. Takeda T., page 92.