ადვენტიური ემბრიონია
ადვენტიური ემბრიონია (ლათ. adventicius — „გარეგანი“) — მცენარის ჩანასახის ფორმირება თესლკვირტის სომატური (და არა სასქესო) უჯრედებიდან. ამ დროს ხშირად ვითარდება რამდენიმე (20-მდე) ჩანასახი (პოლიემბიონია). ადვენტიური ემბრიონია აპომიქსისის ერთ-ერთი ტიპია. ახასიათებს მანდარინს, ლიმონს, ფორთოხალს და სხვა ციტრუსებს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 89.