ავთანდილ ქორიძე
![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | ავთანდილ ქორიძე |
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 15 აპრილი, 1935 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 12 აპრილი, 1966 (30 წლის) |
გარდ. ადგილი | თერჯოლა |
სიმაღლე | 167 სმ |
წონა | 67 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ |
სახეობა | ბერძნულ-რომაული ჭიდაობა |
მწვრთნელი | პეტრე იორდანიშვილი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
ავთანდილ გიორგის ძე ქორიძე (დ. 15 აპრილი, 1935, თბილისი, — გ. 12 აპრილი, 1966, თერჯოლა) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (67 კგ).[1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).
ბიოგრაფია
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. ჭიდაობა დაიწყო 1949 წლიდან.[2] სსრკ-ის ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა 1954 წელს, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა. ავთანდილ ქორიძე იყო რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960),[3] მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ-ის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957,1960) და მესამე (1958) პრიზიორი, ადრიატიკის თასის მფლობელი (1959), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. მწვრთნელი — პეტრე იორდანიშვილი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით. 1966 წლის 12 აპრილს დაიღუპა ავტოკატასტროფაში თერჯოლის სიახლოვეს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ძირითადი შედეგები
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ![]() |
მსოფლიო ჩემპიონატი 1961 | -67 კგ | ![]() |
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ![]() |
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 | -67 კგ | ![]() |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 550.
- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 72–80. 268 გვ.
პერიოდიკა
- ჭიაბრიშვილი, შ.; კიკილაშვილი, გ., ჩვენი ოლიმპიელები // „ლელო“, 27 სექტემბერი, 1960, № 115 (1597), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტში
- ავთანდილ ქორიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ავთანდილ ქორიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ავთანდილ ქორიძე — ქართული სპორტი
- ავთანდილ ქორიძე — ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
სქოლიო
- ↑ ოლიმპიური მედალოსნები // ავთანდილ ქორიძე
- ↑ ავთანდილ ქორიძე // ბიოგრაფიული ცნობები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-09. ციტირების თარიღი: 2018-05-08.
- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022