ავშა

კ. ავშას მდებარეობა რუკაზე

ავშა (თურქ. Avşa) — კუნძული მარმარილოს ზღვაში. ადმინისტრაციულად შედის ბალიქესირის პროვინციის შემადგენლობაში. კუნძული საკმაოდ პოპულარული ადგილია შიდა ტურიზმისათვის. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ჩადის სტამბულიდან. კუნძულის მოსახლეობა ბოლო აღწერების მიხედვით 2 527-ია[1], თუმცა სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა 40-50 ათასამდე იზრდება. კუნძულზე ჩასვლა ძირითადად შესაძლებელია სტამბულიდან, მუშაობს ბორანი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. AVŞA BELEDİYESİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2015-05-15.