ალბანეთის ტრადიციული ტანსაცმელი

ალბანეთის ტრადიციული ტანსაცმელი ჩრდილოეთ ტროპოიას რეგიონიდან

ალბანეთის ტრადიციული ტანსაცმელი (ალბ. veshjet tradicionale shqiptare, veshjet kombëtare, veshjet popullore ose kostumet kombëtare) — შეიცავს 200-ზე მეტი სახის ტანსაცმელს მთელ ალბანეთში და ალბანეთის დასახლებულ მიწებზე. ეს უკავშირდება შუა საუკუნეებში ალბანეთის სამთავროებად დაშლას. ალბანეთის ხალხურ კაბას ხშირად ამშვენებს სიმბოლური ელემენტები, რომელიც ანტიკური წარმართული წარმოშობისაა, როგორიცაა მზე, არწივი, მთვარე, ვარსკვლავები და გველი.[1] ალბანეთში თითქმის ყველა რეგიონში აქვთ საკუთარი ტრადიციული კაბა, ხოლო ქალის ტანსაცმელი განსაკუთრებით ფერადი და დეტალებით მდიდარია. ნაწარმი ტრადიციულად მზადდება ქსოვის დახმარებით. დღესდღეობით ზოგიერთი კონსერვატიული მოხუცი კაცი და ქალი ატარებს ტანისამოსს, ძირითადად ჩრდილოეთის მხარე იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრადიციულ ტანსაცმელს. ამის ნაცვლად, მოხუცი ქალი სამხრეთიდან ჩვეულებრივ ატარებს მხოლოდ შავი ფერის ტანსაცმელს.

ნაწილები

ალბანური ტანისსამოსი შედგება შემდეგი კომპონენეტებისგან:

ალბანური თავსაბურავი

თავსაბურავი

ტრადიციული ალბანური კოსტუმი ლაბერიას მმართველობის პერიოდიდან

კაცისთვის

მამაკაცები გამოიყენებენ შემდეგ თავსაბურავებს:[2]

  • ქელეშე [cɛˈlɛʃɛ] ან პლისი: ქუდის ტიპი, რომელსაც ხმარობენ ჩრდილო ალბანეთის მამაკაცები, კოსოვო, ასევე მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაწილებში, სადაც ცხოვრობენ ალბანელები. ამ ტიპის ქუდი ძალიან ჰგავს ან იდენტურია კიდეც ბერძნული „თავისუფლების“ ქუდის, რომელსაც უწოდებენ პილეუსს, არა მხოლოდ ფორმით, არამედ ეტიმოლოგიითაც (ძველ ბერძნული „პილოს“, ალბანური „პლის“). ცენტრალურ ალბანეთში (ტირანა, დურესი, კავაია) ამ ქუდს აქვს კონუსის ფორმა, ხოლო ჩრდილოეთ ალაბანეთში და კოსოვოში ის სფეროსებრი ფორმისაა.
  • ქილაფიე [ˈcylaf]: შალის მაღალი ქუდი, რომელიც იხმარება სამხრეთ ალბანეთში.

ქალისთვის

ქალები გამოიყენებენ შემდეგ თავსაბურავებს:[5]

  • კაპიცა [kaˈpitsa]: თავსაბურავი ქალებისთვის.
  • ლანგი, სხვა სახელებია: პეშქირა, რიზა, მარჰამიე, პაშნიკი.
  • ლიევერე [ləˈvɛɾɛ]: სწორი ფორმის თავსაბურავი.
  • კრიქე [ˈkɾycɛ]: კვადრატული ფორმის თავსაბურავი.

შარვალი და ზედა ტანის საფარველი

  • ფუსტანელა [fustaˈnɛɫa]: ტრადიციული ქვედაბოლო, ტანსაცმლის მსგავსი, რომელსაც ატარებენ კაცები.
  • ტრიქი [tiɾc]: გრძელი შარვალი, რომელსაც ატარებენ მამაკაცები.
  • ბრეკუშა [bɾɛˈkuʃa]: კაცისთვის და ქალისთვის.
  • ხუბლეტა [dʒuˈblɛta]: ატარებენ მხოლოდ ქალები.
  • მბიეშტიელიესე: ატარებენ მხოლოდ ქალები.

ხამადანი

ხამადანი არის ტრადიციული შიგა პერანგი, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).

ბრეზი

ბრეზი არის ტრადიციული ქამრები, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).

კორაპე

ქორაპე არის ტრადიციული ნასკები, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).

ოპინგა

ოპინგა [ɔˈpiŋɡa]: (ხელოვნური სანდლები), ტრადიციული ფეხსაცმელი, რომელსაც ატარებს ალბანელი მამაკაცი მთელ ალბანეთში, სერბეთში (კოსოვოს ჩათვლით), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და არბეირეშის სოფლებში (იტალიაში).

სტილი სხვადასხვა ადგილზე

სამხრეთ ალბანეთი

სამხრეთ ალბანეთს აქვს ბევრი ფილიალი, რომელიც მოდის სამხრეთის სხვადსახვა ქალაქებიდან.

ვლორა

ვლორას რეგიონის მამაკაცების ტრადიციული კოსტუმი ისეთივეა, როგორც მარჯვენა სურათზეა მოცემული. ისინი იყენებენ ქელეშეს ქუდს. ამის შემდეგ მათ აცვიათ მოკლე შავი პიჯაკი, რასაც მოჰყვება თეთრი პერანგი ფართო სახელოებით. მათ ასევე აქვთ ერთგვარი ქამარი, რომელის წითელი და შავი ფერისაა, როგორც ალბანეთის დროშა. ეს კოსტუმი შეიცავს შავ შარვალს, გრძელი თეთრი ნასკებით. ფეხსაცმლისთვის მათ აცვიათ ოპინგა, რომელსაც ატარებენ ალბანეთში, რუმინეთსა და სერბეთში. კოსტუმი ძალიან ფერადია.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Leyla Belkaid (2013), „Albania“, Jill Condra, Encyclopedia of National Dress: Traditional Clothing Around the World, I, ABC-CLIO, p. 16, ISBN 9780313376368, https://books.google.com/books?id=lazWAQAAQBAJ&pg=PA15&dq=brez+clothing&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjZlMDggfvJAhVMdD4KHQY_DpUQ6AEIMTAA#v=onepage&q=moons%2C%20stars%2C%20and%20snakes&f=false
  2. Gjergji 2004: S. 191
  3. de La Curne de Sainte-Palaye, Jean-Baptiste (1875). Dictionnaire historique de l'ancien langage françois (French). Champion (T. 01-09), გვ. 316–. 
  4. Anamali, Skënder (2002). Historia e popullit shqiptar në katër vëllime (Albanian). Botimet Toena, გვ. 300. OCLC 52411919. 
  5. Gjergji 2004: S. 194