ალფრედ დრეიფუსი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/AlfredDreyfus.jpg/250px-AlfredDreyfus.jpg)
ალფრედ დრეიფუსი (Alfred Dreyfus; დ. 9 ოქტომბერი, 1859 — გ. 12 ივლისი, 1935) — ებრაული წარმოშობის ფრანგი არტილერიის ოფიცერი, რომლის გასამართლება და პატიმრობა 1894 წელს ღალატის ბრალდებით ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური პოლიტიკური დრამა გახდა თანამედროვე საფრანგეთისა და ევროპის ისტორიაში. ეს მოვლენა დღეს დრეიფუსის საქმედ არის ცნობილი.