ამნიონიანები (ლათ.Amniota) — უმაღლესი ხერხემლიანიცხოველები, რომლებსაც განვითარების ადრეულ სტადიებში უჩნდებათ განსაკუთრებული ჩანასახოვანი გარსი — ამნიონი (აქედან ჯგუფის სახელწოდება). ამნიონიანებს ეკუთვნიან ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. უამნიონებისაგან (მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები) განსხვავებით, რომელთა ემბრიონული განვითარება წყალში მიმდინარეობს, ამნიონიანები ხმელეთზე განვითარებას არიან შეგუებული.