ამსტერდამის უნივერსიტეტი
ამსტერდამის უნივერსიტეტი (ნიდერლ. Universiteit van Amsterdam) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდების დედაქალაქის ამსტერდამის შუაგულში. 2014 წლის მონაცემით უნივერსიტეტს ჰყავდა 31 186 სტუდენტი[1] და დაახლოებით 5000 თანამშრომელი. ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 600 მილიონ ევროს.[2][3]. უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სამართლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინისა და სტომატოლოგიის.
ამსტერდამის უნივერსიტეტი U.S. News & World Report Best Global Universities Ranking რეიტინგში ევროპის საუკეთესო 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა [4]. ამსტერდამის უნივერსიტეტი გააჩნია სტუდენტების მიღების განსაკუთრებით დაბალი პროცენტულობითაც, უნივერსიტეტი საერთაშორისო აპლიკანტების მხოლოდ 4% იღებს წლიურად.
უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლების ინტერნაციონალიზაციით. კერძოდ, იგი საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს 85-ზე მეტ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას.
ამსტერდამის უნივერსიტეტთან ერთად ამსტერდამში ასევე არსებობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ამსტერდამის უნივერსიტეტი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
- ↑ Amsterdam, Universiteit van. Kerncijfers - Universiteit van Amsterdam.
- ↑ Facts and figures. University of Amsterdam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-14. ციტირების თარიღი: 2013-12-19.
- ↑ Annual Report 2009. University of Amsterdam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-11. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
- ↑ rankings. University of Amsterdam.
|