ანამბრის შტატი
შტატი | |||
---|---|---|---|
ანამბრის შტატი ინგლ. Anambra State | |||
| |||
ქვეყანა | ნიგერია | ||
ადმ. ცენტრი | Awka[1] | ||
შიდა დაყოფა | Aguata[2] [3] , Anambra East[2] [3] , Anambra West[2] [3] , Anaocha[2] [3] , Nnewi South[2] [3] , Nnewi North[2] [3] , Onitsha South[2] [3] , Onitsha North[2] [3] , Ogbaru[2] [3] , Idemili North[2] [3] , Ekwusigo[2] [3] , Njikoka[2] [3] , Ihiala[2] [3] , Idemili South[2] [3] , Ayamelum[2] [3] , Awka South[2] [3] , Awka North[2] [3] , Dunukofia[2] [3] , Orumba South[2] [3] , Orumba North[2] [3] და Oyi[2] [3] | ||
კოორდინატები | 6°20′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. / 6.33333° ჩ. გ. 7.00000° ა. გ. | ||
დაარსდა | 3 თებერვალი, 1976[1] | ||
ფართობი | 4844 კმ² | ||
ოფიციალური ენა | Igbo[1] და ინგლისური ენა | ||
მოსახლეობა | 4 177 828 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 862,47 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
საფოსტო ინდექსი | 420001[1] | ||
ოფიციალური საიტი | anambrastate.gov.ng | ||
ანამბრის შტატი (ინგლ. Anambra State) — შტატი ნიგერიის სამხრეთით. ფართობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პატარა შტატი ნიგერიაში (35-ე ადგილი 36 შტატს შორის). ყველაზე უფრო დიდი ქალაქები — ონიჩა და ნევი. შტატს სახელი დაერქვა მდინარე ანამბრის გამო.
ისტორია
შტატის ტერიტორიაზე X საუკუნიდან 1911 წლამდე მდებარეობდა შუა საუკუნეების სახელმწიფო ნრი. ნიგერიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ანამბრა გახდა ბიაფრის ომის არენა: ქალაქ ულიში/ამორკაში აშენდა აეროდრომი, რომლითაც ბიაფრის ტერიტორიაზე ქალაქ სან-ტომეს გავლით მიეწოდებოდა ჰუმანიტარული დახმარება. შვედი ავიატორი კარლ გუსტავ ფონ როზენი ბიაფრის რესპუბლიკას დაეხმარა საჰაერო ფლოტის შექმნაში, რომელიც შედგებოდა Malmö MFI-9 ტიპის 5 თვითმფრინავისაგან და ბაზირებული იყო უგას აეროდრომდე.
1976 წელს აღმოსავლეთის ცენტრალური შტატის დაყოფისას შეიქმნა ანამბრის შტატი, რომელიც 1991 წელს გაიყო თანამედროვე ანამბრის და ენუგუს შტატებად.
მოსახლეობა
ანამბრის შტატის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (98 %) შედგება იგბოს ხალხისაგან. უმცირესობაში მყოფი იგალას ხალხი ცხოვრობს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ანამბრის შტატი დაყოფილია 21 თვითმმართველობის რაიონად.
- Aguata
- Awka North
- Awka South
- Anambra East
- Anambra West
- Anaocha
- Ayamelum
- Dunukofia
- Ekwusigo
- Idemili North
- Idemili South
- Ihiala
- Njikoka
- Nnewi North
- Nnewi South
- Ogbaru
- Onitsha North
- Onitsha South
- Orumba North
- Orumba South
- Oyi
ეკონომიკა
შტატის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და ბოქსიტების მოპოვება. 2006 წელს აქ გაიხსნა ნიგერიაში პირველი კერძო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა — Orient Petroleum Refinery. პრაქტიკულად მთელი მისი ტერიტორია ვარგისია მიწათმოქმედებისათვის. შტატში ძირითადად კულტივირებულია ზეთოვანი პალმა, სიმინდი, ბრინჯი, იამსი და მანიჰოტი.
რესურსები ინტერნეტში
- შტატის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.anambrastate.gov.ng/
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 https://www.directory.org.ng/lga_anambra_anambra-east
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 3.19 3.20 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
|