ანატოლი კარპოვი
ანატოლი კარპოვი (რუს. Анато́лий Евге́ньевич Ка́рпов; დ. 23 მაისი 1951, ზლატოუსტი) — რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი (1975-1985), საერთაშორისო დიდოსტატი (1970), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1974). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში მამაკაცთა შორის (1975, 1978, 1981), FIDE-ს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1993, 1996, 1998), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1985 და 1989), საჭადრაკო ოლიმპიადის ექვსგზის გამარჯვებული სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1972, 1974, 1980, 1982, 1986, 1988), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 1983, 1988), რსფსრ ჩემპიონი (1970). საჭადრაკო ოსკარის ცხრაგზის მფლობელი (1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1981, 1984). ზლატოუსტისა (1979) და ტულის (1998) საპატიო მოქალაქე.[1]
1975 წლის 3 აპრილს ფიდემ მატჩის გაუმართავად მიანიჭა ტიტული, ვინაიდან ბობი ფიშერმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ტიტული შეინარჩუნა ვიქტორ კორჩნოისთან მატჩებში: 1978 (16,5:15,5) და 1981 წლებში (11:7). 1985 წელს დამარცხდა გარი კასპაროვთან (11:13), ვისთანაც შემდგომ სამი მატჩ-რევანში წააგო: 1986 (11,5:12,5), 1987 (12:12) და 1990 წლებში (11,5:12,5).
1993 წელს, კასპაროვსა და ფიდეს შორის კონფლიქტის წყალობით, კარპოვმა „ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონობა“ მოიპოვა (დაამარცხა ჰოლანდიელი იან ტიმანი). ეს ტიტული შეინარჩუნა 1996 წელს გატა კამსკისთან (აშშ) და 1998 წელს კი ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) მატჩებში. 1999 წელს ფიდესთან უთანხმოება მოუვიდა და ჩემპიონობაზე უარი თქვა. სულ მოგებული აქვს 100 ტურნირზე მეტი (3163 პარტიიდან 1118 მოიგო, 287 კი წააგო).
მისი მწვრთნელი იყო სემიონ ფურმანი. დსთ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილატელისტი. მისი მარკების კოლექციის ღირებულება, ზოგიერთი შეფასებით, შეადგენს არა ნაკლებ 13 მილიონ ევროს.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დუმის კომიტეტის წევრი ბუნებრივი რესურსების, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის საკითხებში.
ბიბლიოგრაფია
- Карпов А. Е., Гик Е. Я. Шахматный калейдоскоп. — М.: Наука, 1981
- В далёком Багио (1981)
- Карпов А. Е., Рошаль А. Б. Девятая вертикаль. — Новосибирск: Западно-Сибирское книжное издательство, 1982
- А завтра снова в бой (1982)
- Батуринский В., Карпов А. На шахматном Олимпе. — М.: Советская Россия, 1984
- Карпов А. Е., Гик Е. Я. Неисчерпаемые шахматы. — М.: Издательство Московского университета, 1984
- Карпов А. Е. Сто победных партий. — М.: Физкультура и спорт, 1984
- 50 миниатюр чемпионов мира. — М., 1986
- Сестра моя Каисса (1990)
პერიოდიკა
- გიორგაძე, თ., გვირგვინით კარპოვი შეამკეს // „ლელო“, 9 ივლისი, 1978, № 133 (6188), გვ. 4, ISSN 2233-3827.
- ნიკოლაძე, ა., ა. კარპოვმა მსოფლიო ჩემპიონობა შეინარჩუნა // „ლელო“, 19 ოქტომბერი, 1978, № 206 (6261), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ანატოლი კარპოვი“ ვიკისაწყობში.
- ანატოლი კარპოვი — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- ანატოლი კარპოვი — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
- ანატოლი კარპოვი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი დაარქივებული 2016-03-16 საიტზე Wayback Machine. (ქართული ენა)
სქოლიო
- ↑ Список Почетных граждан города-героя Тулы по состоянию на 1 апреля 2011 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-24. ციტირების თარიღი: 2011-05-21.