ანდორის კონსტიტუცია

ანდორის კონსტიტუცია (Constitució d'Andorra) — ანდორის სამთავროს უზენაესი კანონი. მიიღეს 1993 წლის 2 თებერვალს. 1993 წლის 4 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ანდორელმა ხალხმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მიღებას. კონსტიტუციის მიხედვით, იგი ძალაში შევიდა „ანდორის სამთავროს ოფიციალურ ბიულეტენში“ Butlletí Oficial del Principat d'Andorra გამოქვეყნების დღესვე, 1993 წლის 28 აპრილის.

კონსტიტუციას ხელი მოაწერა ანდორის ორმა მთავარმა: საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა და ურჟელის ეპისკოპოსმა ჟოან მარტი-ი-ალანისმა. ახალი კონსტიტუციის დადგენილებით, ანდორის სახელმწიო მეთაური ეს ორი მოხელეა.

შინაარსი

პრეამბულა

ანდორის კონსტიტუციის შესავალს პრეამბულა წარმოადგენს. პრეამბულაშივე მოცემულია ქვეყნის დევიზი: „Virtus, Unita, Fortior.“

ანდორის სუვერენიტეტი

პირველი მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ფორმას, დიარქიას. სახელმწიფოს მეთაურები ერთდროულად არიან საფრანგეთის პრეზიდენტი და ურჟელის ეპისკოპოსი. პირველი მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდებაა „ანდორის სამთავრო“. კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს სუვერენიტეტი ეფუძნება ხალხს. მუხლის ბოლოში ანდორის სამრევლოებია ჩამოთვლილი.

მეორე მუხლში ანდორის ოფიციალურ ენად კატალანური ენაა დასახელებული. მეორე მუხლიშივეა მოცემული სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის შესახებ. მეორე მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს დედაქალაქია ანდორა-ლა-ველა.

მესამე მუხლის მიხედვით, კონსტიტუცია ანდორის სამართლის უზენაესი სტანდარტია. იგი კრძალავს სამართლიანი სასამართლოს გარეშე დასჯას და აღიარებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

უფლებები და თავისუფლებები

კონსტიტუციაში მეოთხე მუხლიდან 36-ე მუხლის ჩათვლით ანდორელთა უფლებები და თავისუფლებებია მოცემული.

მეოთხე მუხლი აღიარებს ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობას და განუყოფელ უფლებებს. მეხუთე მუხლში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ქვეყნის სამართლის სისტემაშია ინტეგრირებული. მეექვსე მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და საჯარო სამსახურს ევალება ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ინდივიდთა თანასწორობასა და თავისუფლებას რეალურს და ეფექტურს გახდის.

იხილეთ აგრეთვე

  • კონსტიტუციონალიზმი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: