ანლუ

ოლქის დონის ქალაქი
ანლუ
ჩინ.: 安陆

პრინცი სინგის ტაძარი, მინგის დინასტია, ანლუ, ხუპეი
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
დაქვემდებარება სიაოკანი
პროვინცია ხუპეი
შიდა დაყოფა Fucheng Subdistrict, Nancheng Subdistrict,Anlu, Q14109842?, Q11096334?, Q11056280?, Q11116965?, Q14110092?, Q14110176?, Yandian, Bofan, Q10885303?, Q14110452?, Q14110514?, Q11093050?, Q11078109? და Q14110682?
კოორდინატები 31°15′00″ ჩ. გ. 113°40′00″ ა. გ. / 31.25000° ჩ. გ. 113.66667° ა. გ. / 31.25000; 113.66667
ფართობი 1355 კმ² კმ²
ცენტრის სიმაღლე 517 მ
მოსახლეობა 498,356[1] კაცი (2020)
აგლომერაცია 280,695[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 432600
ოფიციალური საიტი http://www.anlu.gov.cn/
ანლუ — ჩინეთი
ანლუ

ანლუ (ჩინ.: 安陆; Ānlù) — ოლქის დონის ქალაქი ჩინეთის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ხუპეის პროვინციაში. ის ექვემდებარება პრეფექტურის დონის ქალაქ სიაოკანს.[3] ანლუში, სუნგ-ტენის ომების დროს მოხდა ტე'ანის ალყა. 1987 წლის სექტემბერს ანლუ გახდა ქალაქი ცენტრალური ხელისუფლების განკარგულების მიხედვით.[4]

ადმინისტრაციული დაყოფა

ანლუს (ტე ანი) რუკაზე 安陸(德安) (1953)

ორი ქვერაიონი:[3][5][6]

  • ფუჩენგის ქვერაიონი (府城街道), ნანჩენგის ქვერაიონი (南城街道).

ცხრა ქალაქი:

  • ჭაოპენგი (赵棚镇), ლიტიენი (李店店镇), სუნტიენი (巡店店镇), თანგტი (棠棣镇), ლეიკუნგი (雷公镇), ვანგიჭენი (王义贞镇), იენტიენი (烟店庍) 孛畈镇), ფუშუეი (洑水水镇)[7]

ოთხი დაბა:

  • ჩენტიენი (陈店店乡), სინჭა (辛榨乡), მუწი (木梓乡), ძიეკუანი (接官乡)
  • ანლუს ეკონომიკური განვითარების ზონა (安陆市开发区)

მდებარეობა

ანლუ მდებარეობს ხუპეის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თუნგპოს და ტახონგის მთებთან. ქალაქში გადის 316-ე და 107-ე მაგისტრალები, ხანშის ჩქაროსნული გზა და ხანტანის რკინიგზა. ანლუ ვუხანიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.[8]

ქალაქის 10% ვაკეა, 90% ბორცვებს უკავია, მათგან 79.2% დაბალია, 10.8% მაღალი. 20-ზე მეტი პატარა მთაა, მათ შორის პაიჭაოს, ტაანის, ჩას და იუელუოს მთები. ყველაზე მაღალი წერტილი, რომლის სიმაღლეა 517 მეტრი, მდებარეობს სოფელ თაიფინგში. ყველაზე დაბალი წერტილი (31 მეტრი), მდებარეობს კუჭოუს ყურეში.[9]

კლიმატი

ანლუს კლიმატი სუბტროპიკული მუსონურია. გაზაფხული და შემოდგომა გრძელდება 60 დღე, ხოლო ზამთარი და ზაფხული 120 დღე. ზაფხული ნოტიო და ცხელია, ზამთარი კი მშრალი და ცივი. წლიური საშუალო ტემპერატურაა 15,8°C. ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურაა -15,3°C (1977 წლის 30 იანვარი), ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა 40,5°C (1959 წლის 23 აგვისტო). ნალექების წლიური საშუალო რაოდენობაა 1172 მილიმეტრი. ნალექების ყველაზე მაღალი დაფიქსირებული წლიური რაოდენობა იყო 1172,6 მილიმეტრი (1954 წ.), ხოლო ყველაზე დაბალი წლიური რაოდენობა 652,9 მილიმეტრი (1978 წ.). ყველაზე წვიმიანი დღეებია აპრილიდან აგვისტომდე.[9]

მიწის რესურსები

მიწის საერთო ფართობი 1355 კვადრატული კილომეტრია. სახნავი ფართობი შეადგენს 50167,09 ჰექტარს, რაც არის მთლიანი ფართობის 37,1%. ბაღები მოიცავს 917,68 ჰექტარს, რაც მთლიანი ფართობის 0,4%-ს შეადგენს. ტყის ფართობი შეადგენს 29498,77 ჰექტარს. სოფლებისა და სამრეწველო მიწის ფართობის ერთობლიობა მთლიანი ფართობის 9,7%-ს, ხოლო სატრანსპორტო მიწა 1,2%-ს შეადგენს. წყლის ფართობია 12,7%, ხოლო დარჩენილი 17.2% გამოუყენებელია.[10]

წყლის რესურსები

ანლუს მდინარეები იანძის აუზის ნაწილია. მდინარე ფუს აუზი მოიცავს 677 კვადრატულ კილომეტრს, რაც მთლიანი წყლის ფართობების 50,6%-ს შეადგენს. მდინარე ჭანგის აუზია 232 კვადრატული კილომეტრი (მთლიანი წყლის ფართობის 17,7%). მდინარე ძიშის აუზი 100 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მდინარე ცინგშუეის აუზი 16 კვადრატული კილომეტრი. მთავარი მდინარეებია მდინარე ფუ (საშუალო წლიური ჩამონადენი 3570 კუბური მეტრი წამში) და მდინარე ჭანგი, რომელთა საერთო სიგრძე 78,7 კილომეტრია. მდინარეების საერთო სიგრძეა 812,7 კმ. მდინარის ქსელის სიმჭიდროვე 0,6 კილომეტრია კვადრატულ კილომეტრზე. ჩამონადენის მოცულობა 500 მილიონი კუბური მეტრია. დრენაჟის წლიური მოცულობა 1,45 მილიარდი კუბური მეტრია. დრენაჟის მაქსიმალური წლიური მოცულობა 1,8 მილიარდი კუბური მეტრია.[10]

მოსახლეობა

2019 წელს ანლუში იყო 201,700 ოჯახი, ჯამური რეგისტრირებული მოსახლეობა 617,100 (143,500 ქალაქებში და 473,600 სოფლად). მათ შორის იყო 318 200 მამაკაცი და 298 900 ქალი. 17 წლის და უმცროსი ასაკის 10500 ადამიანი, ხოლო 60 წელზე უფროსი ასაკის 109500. მოსახლეობის მუდმივი ურბანიზაციის მაჩვენებელი 52,63%-ია. 2019 წელს 7983 ადამიანი (4143 მამაკაცი და 3840 ქალი) დაიბადა, მათ შორის 3979-ს მეორე შვილი შეეძინა. შობადობამ 12,32‰ შეადგინა. დაფიქსირდა 2643 სიკვდილი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4.08 1000 ადამიანზე; მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის ტემპი არის 8,24 ათას კაცზე.[11]

სქოლიო

  1. China: Húbĕi (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map. ციტირების თარიღი: 2024-11-22
  2. (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 66.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  3. 3.0 3.1 Anlu City Historical Evolution zh-hans (6 August 2014). ციტატა:1993年属孝感市代管。{...}洑水镇{...}2010年第六次人口普查,安陆市常住总人口568590人,其中:府城街道132486人,南城街道21735人,赵棚镇29411人,李店镇22166人,巡店镇40338人,棠棣镇25578人,雷公镇30400人,王义贞镇25927人,烟店镇36269人,孛畈镇24765人,狀水镇29112人,陈店乡28808人,辛榨乡28791人,木梓乡19661人,接官乡22057人,安陆市开发区51086人。ციტირების თარიღი: 16 April 2018.
  4. 安陆撤县建市30年献礼——城市篇 - 美篇. ციტირების თარიღი: 2020-06-29
  5. Anlu, China Website zh-hans. People's Government of Anlu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2018. ციტატა:乡镇 赵棚镇 陈店乡 李店镇 巡店镇 辛榨乡 棠棣镇 木梓乡 雷公镇 王义贞镇 烟店镇 孛畈镇 洑水镇 接官乡 南城街道 府城街道 开发区ციტირების თარიღი: 16 April 2018
  6. 2016 Statistical Area Numbers and Rural-Urban Area Numbers: Anlu City zh-hans. National Bureau of Statistics of the People's Republic of China (2016). ციტატა:统计用区划代码 名称 420982001000 府城街道办事处 420982002000 南城街道办事处 420982100000 赵棚镇 420982101000 李店镇 420982102000 巡店镇 420982103000 棠棣镇 420982104000 雷公镇 420982105000 王义贞镇 420982106000 烟店镇 420982107000 孛畈镇 420982108000 伏水镇 420982200000 陈店乡 420982201000 辛榨乡 420982202000 木梓乡 420982203000 接官乡 420982400000 开发区ციტირების თარიღი: 16 April 2018
  7. 中国安陆网-乡镇. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-16. ციტირების თარიღი: 2018-04-16
  8. 从湖北省安陆市到湖北省武汉市的距离. ციტირების თარიღი: 2020-06-29
  9. 9.0 9.1 安陆 - 气象数据 -中国天气网. ციტირების თარიღი: 2020-06-29
  10. 10.0 10.1 安陆资源概况-安陆信息网. ციტირების თარიღი: 2020-06-29
  11. 2019年安陆市最新常住户籍人口有多少和普查人口数据-红黑人口库2020年. ციტირების თარიღი: 2020-06-29