არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
არალი | |
![]() ყეენობა არალში. 2007 | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | არალი |
კოორდინატები | 41°37′56″ ჩ. გ. 42°49′27″ ა. გ. / 41.63222° ჩ. გ. 42.82417° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1120 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1324[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
არალი[2] — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: არალი, წარბასთუმანი).[1] მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.
ისტორია
არალი ძველი ქართული სოფელია. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. იმ დროისათვის არალში ცხოვრობდა 18 კომლი.
კულტურული მემკვიდრეობა
სოფელში დგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ადრეული შუა საუკუნეების სტელა, შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1324 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1850 | 893 | 957 |
2014[1] | ![]() |
665 | 659 |
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 184.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.