არაპაიმა (ლათ. Arapaima gigas) — მტკნარი წყლის თევზი ქაშაყისნაირთა რიგისა, აქვს 4 მ-მდე სიგრძე, 200 კგ-მდე წონა. ყრის მსხვილ კვერცხებს. იკვებება თევზითა და უხერხემლო ცხოველებით. გვხვდება ამაზონის აუზში. ძვირფასი სარეწაო თევზია.