არესიბო (ესპ.Arecibo) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტიპუერტო-რიკოში. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის ნაპირზე, უტუადოსა და სიალესის ჩრდილოეთით, ჰატილიოს აღმოსავლეთით და ბარსელონეტისა და ფლორიდის დასავლეთით. სან-ხუანიდან 50 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. არესიბო ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია პუერტო-რიკოში და არესიბოს მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის მთავარი ქალაქია. მოიცავს 18 ბარიოსა და არესიბო-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 87 754 ადამიანს შეადგენს.