ატაჰუალპა (დ. დაახლ. 1500 — გ. 29 აგვისტო, 1533, კახამარკა) — ინკების უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი. მამის, უაინა კაპაკის გარდაცვალების შემდეგ, ძალაუფლებისათვის ებრძოდა თავის ძმას უასკარს. 1530 გაიმარჯვა და ინკების იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ესპანელი კონკისტადორებიფ. პისაროს მეთაურობით 1532 წლის 15 ნოემბერს შევიდნენ ქ. კახამარკაში. ესპანელებმა ატაჰუალპა ქალაქში შეიტყუეს და დაატყვევეს, დიდი გამოსასყიდის საფასურად მას თავისუფლებას შეჰპირდნენ, მაგრამ გამოსასყიდის მიღების შემდეგ კონკისტადორებმა იგი „გაასამართლეს“ და ჩამოახრჩვეს.