აღთამარი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/87/Akdamar01.jpg/220px-Akdamar01.jpg)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/Akdamar_kirche.jpg/220px-Akdamar_kirche.jpg)
აღთამარი (სომხ. Ախթամար, თურქ. Akdamar) — ვანის ტბის კუნძული (ამჟამად თურქეთის ტერიტორია), სომეხი მეფეების — არწრუნების რეზიდენცია (X-XI სს). კუნძულზე შემორჩენილია სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ჯვრის ეკლესია (915-921, ხუროთმოძღვარი მანუელი), რომლის კედლები შიგნიდან მოხატულია, ფასადები უხვადაა შემკული ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმებით, ბიბლიური და საერო თემებზე შესრულებული რელიეფებით, მცენარეული და ცხოველური ორნამენტით. აქვეა X საუკუნის ნავსადგურის ნანგრევები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 50.