აღჯაბადი
აღჯაბადი (აზერ. Ağcabədi) — ქალაქი აზერბაიჯანში, აღჯაბადის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 1974 წელს 18 ათასი, 1989 წელს — 25 ათასი, 2005 წელს — 35 000 კაცი. ქალაქი მდებარეობს მტკვარ–არაქსის დაბლობზე, ქალაქ აღდამიდან 45 კილომეტრში. არის რკინიგზის სადგური. მოქმედებს ავტოსარემონტო და ყველ-კარაქის ქარხნები. დამეგობრებულია ქალაქ ბათუმთან.
ლიტერატურა