აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები
აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები (ინგლ. Insular areas) — აშშ-ის ტერიტორიული სამფლობელოები, რომლებიც არ შედიან ქვეყნის რომელიმე 50 შტატის ან კოლუმბიის ოლქის შემადგენლობაში. ყველა კუნძულოვანი ტერიტორია, კუნძულ პალმირას გარდა აშშ-ის არაინკორპორირებული ტერიტორიებია, ანუ ისინი არიან სამფლობელოები და არა ქვეყნის ნაწილები. ატოლი პალმირა — აშშ-ის ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიაა, ანუ ქვეყნის ნაწილია.
ზოგიერთი კუნძულოვანი ტერიტორიების მაცხოვრებლები ითვლებიან აშშ-ის მოქალაქეებად, თუმცა არ იხდიან ფედერალურ გადასახადებს და არ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. კუნძულოვან ტერიტორიებზე დამზადებულ საქონელს შეუძლია ჰქონდეს აღნიშვნა Made in USA.
კუნძულოვანი ტერიტორიები მდებარეობენ წყნარ ოკეანეში და კარიბის ზღვაში.
№ | დროშა | გერბი | ტერიტორია | რეგიონი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2010 წელი) |
ადმინისტრაციული ცენტრი | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | პუერტო-რიკო | კარიბის ზღვა | 9104 | 3 725 789 | სან-ხუანი | არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია | ||
2 | აშშ-ის ვირჯინის კუნძულები | კარიბის ზღვა | 346,36 | 106 405 | შარლოტ-ამალია | არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია | ||
3 | გუამი | წყნარი ოკეანე | 541 | 159 358 | ჰაგატნა | არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია | ||
4 | ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები | წყნარი ოკეანე | 463,63 | 53 883 | საიპანი | არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია | ||
5 | ამერიკის სამოა | წყნარი ოკეანე | 199 | 55 519 | პაგო-პაგო | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
6 | პალმირა | წყნარი ოკეანე | 6,56 | დაუსახლებელი | — | ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
7 | ფაილი:Flag of Navassa Island (local).svg | ნავასა | კარიბის ზღვა | 5,2 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | |
8 | კინგმენი | წყნარი ოკეანე | 0,01 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
9 | მიდუეი | წყნარი ოკეანე | 6,23 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
10 | ჯერვისი | წყნარი ოკეანე | 4,45 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
11 | ბეიკერი | წყნარი ოკეანე | 1,24 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
12 | ჰოულენდი | წყნარი ოკეანე | 1,62 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
13 | ფაილი:Flag of Johnston Atoll (local).svg | ჯონსტონი | წყნარი ოკეანე | 2,52 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | |
14 | უეიკი | წყნარი ოკეანე | 7,4 | დაუსახლებელი | — | არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია | ||
სულ | 10 689 | 4 100 954 |
შენიშვნა: ცხრილში ნაჩვენებია პალმირას, ნავასას, მიდუეის, ჯონსტონის და უეიკის კუნძულების არაოფიციალური დროშები. მათი ოფიციალური დროშაა — აშშ-ის დროშა.