აცეტატი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0d/Acetate-anion-3D-balls.png/220px-Acetate-anion-3D-balls.png)
აცეტატი (ლათ. acetum, „ძმარი“) — C2H3O2− იონი, ძმარმჟავას მარილი ან ეთერი. აცეტატებს დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში ნახშირწყლებიდან ცხიმების ბიოსინთეზის პროცესში. მრეწველობაში ლითონის აცეტატები გამოიყენება ბეჭდვაში, ვინილის აცეტატები — პლასტმასების წარმოებაში, ცელულოზის აცეტატი — ფოტოგრაფიული ფირების და სინთეზური ქსოვილების წარმოებაში. აქროლად ორგანულ ეთერებს იყენებენ გამხსნელებად.
-
აცეტატის ანიონი
-
აცეტატის ეთერი
ლიტერატურა
- აცეტატი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)