ბამიანის პროვინცია

ვილაიეთი
ბამიანის პროვინცია
بامیان
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი ბამიანი
შიდა დაყოფა Bamyan, Kahmard, Panjab, Sayghan also Saraik, Shibar District, Waras და Yakawlang
კოორდინატები 34°45′00″ ჩ. გ. 67°15′00″ ა. გ. / 34.75000° ჩ. გ. 67.25000° ა. გ. / 34.75000; 67.25000
ფართობი 14 175 კმ²
ოფიციალური ენა დარი და პუშტუ
სალაპარაკო ენები ხაზარა, დარი
მოსახლეობა 411 200 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 29,01 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჰაზარა
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30

ბამიანი (დარი (ენა) بامیان Bāmiyān, პუშტუ باميان‎) — პროვინცია ავღანეთში. განლაგებულია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დასავლეთით მას ესაზღვრება ღურის პროვინცია, ჩრდილო–დასავლეთით — სარიპულის პროვინცია, ჩრდილოეთით — სამანგანის პროვინცია, ჩრდილო–აღმოსავლეთით — ბაღლანის პროვინცია, აღმოსავლეთით — ფარვანის პროვინცია, სამხრეთ–აღმოსავლეთით — მაიდან-ვარდაკის პროვინცია, სამხრეთით — დაიკუნდის პროვინცია და ღაზნის პროვინცია.

ადმინისტრაციული დაყოფა

ბამიანის პროვინციის ძირითადი მოასახლეობა ჰაზარელებია. იგი დაყოფილია შვიდ რაიონად. ესენია:

  • ბამიანი
  • ვარასი
  • კაჰმარდი
  • პანჯაბი
  • საიგანი
  • შიბარი
  • იაკაულანგი

დასახლებული ქალაქები წარმოადგენს პატარა და უმნიშვნელო პროვინციულ ქალაქებს. ესენია:

  • დაროში
  • დოდარი
  • კაგორი
  • ლაჰკი
  • პაინ-ბაჟი
  • რავი-სანგი

ღირსშესანიშნაობები

პროვინციის ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბამიანის ბუდას ქანდაკებები, რომელიც მოწმობს, რომ ისლამის გავრცელებამდე ეს მხარე ბუდიზმის ცენტრს წარმოადგენდა.

პროვინციაში მდებარეობს ქვეყნის პირველი ეროვნული პარკი — ბანდე–ამირი, რომელიც ცნობილია ჰინდი ყუშის მთიანეთის კლდეებზე განლაგებული თავისი ფირუზის ტბებით. აქვე მდებარეობს მეორე მნიშვნელოვანი ეროვნული პარკი აჯარ ვალი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო