ბასრა

ქალაქი
ბასრა
البصرة

ბასრა მდინარე შატ-ელ-არაბიდან
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
კოორდინატები 30°29′20″ ჩ. გ. 47°48′36″ ა. გ. / 30.48889° ჩ. გ. 47.81000° ა. გ. / 30.48889; 47.81000
დაარსდა 636
ფართობი 181 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 2 300 125 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+3
ოფიციალური საიტი basra.gov.iq/ar/index.php
ბასრა — ერაყი
ბასრა

ბასრა (არაბ. البصرة) — სიდიდით მეორე და მთავარი საპორტო ქალაქი ერაყში. ბასრის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორია

ქალაქი დაარსდა 636 წელს ხალიფა ომარის მიერ როგორც არაბების დასაყრდენი პუნქტი მესოპოტამიის დაპყრობის დროს. VIII-IX საუკუნეებში სახალიფოს მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. 1258 წელს დაიპყეს მონღოლებმა. 1538 წელს დაიპყრეს ოსმალებმა სულთან სულეიმან I-ის მეთაურობით და შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

თანამედროვე ქალაქი ბასრა ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში ძველი ბასრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 15 კმ-ში. 1914 წლამდე ოსმალეთის იმპერიის ხელშია. 1914 წელს ინგლისის ჯარებმა მოახდინეს მისი ოკუპაცია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა ერაყის ხელში. 1980-1987 წლებში სერიოზულად დაზარალდა ირანის საჰაერო ძალების მიერ ირან-ერაყის ომის დროს.

ცნობილი ბასრელები

  • ჰასან ალ-ბასრი — VII-VIII საუკუნეში მოღვაწე ისლამის ღვთისმეტყველი.
  • რაბია ალ-ადავია — VIII საუკუნის ბასრელი ასკეტი.
  • იბნ ჰიშამი — არაბი სწავლული.
  • იბნ დურაიდი — არაბი ფილოლოგი და პოეტი.
  • ალ-ასმაი — არაბი გრამატიკოსი.

დაძმობილებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: