ბელგიის ლიგის თასი — საფეხბურთო ტურნირი ბელგიაში, რომელიც 1998–2000 წლებში ტარდებოდა. კლუბების და გულშემატკივრების მხრიდან დაბალი ინტერესის, ასევე სამაუწყებლო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო, ტურნირი სამი გათამაშების შემდეგ გაუქმდა. გამარჯვებული კლუბი, უეფა-ს ინტერტოტოს თასზე გადიოდა კვალიფიკაციას.