ბელოკატაის რაიონი
ბელოკატაის რაიონი Белокатайский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | Novobelokatay[1] | ||||
კოორდინატები | 55°42′24″ ჩ. გ. 58°57′29″ ა. გ. / 55.70667° ჩ. გ. 58.95806° ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 3037 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 18 502 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 6,09 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, ბაშკირები, თათრები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
ოფიციალური საიტი | http://belokatai.ru | ||||
| |||||
ბელოკატაის რაიონი (ბაშკ. Балаҡатай районы; რუს. Белокатайский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ნოვობელოკატაი.
გეოგრაფია
ბელოკატაის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩელიაბინსკისა და სვერდლოვსკის ოლქების საზღვარზე. რაიონის ფართობია 3 037 კმ².
ისტორია
ბელოკატაის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.
მოსახლეობა
2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: რუსები — 49,6 %, ბაშკირები — 43,6 %, თათრები — 5,4 %, სხვა ეროვნების პირები — 1,4 %[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
ბელოკატაის რაიონში არის 46 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 13 სასოფლო დასახლებაში[3].
რესურსები ინტერნეტში
- Администрации муниципального района Белокатайский район Республики Башкортостан დაარქივებული 2020-05-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ OKTMO
- ↑ Итоги Всероссийской переписи населения по Республике Башкортостан (pdf). Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Закон Республики Башкортостан «Об изменениях в административно-территориальном устройстве Республики Башкортостан в связи с объединением отдельных сельсоветов и передачей населённых пунктов» (Принят Государственным Собранием — Курултаем Республики Башкортостан 18 ноября 2008 года)
|