ბენ შალომ ბერნანკე (ინგლ.Ben Bernanke; დ. 13 დეკემბერი, 1953) — ამერიკელი მაკროეკონომისტი, აშშ-ის ფედერალურის რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლის თებერვლიდან 2014 წლის თებერვლამდე. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი 2002-2005 წლებში. ასევე პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე. 2005 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბუშმა იგი ალან გრინსპენის შემცვლელად დაასახელა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე.
იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორი და ჟურნალი ამერიკის ეკონომიკური მიმომხილველის რედაქტორი. მისი ინტერესთა საგანია დიდი დეპრესიის მიზეზები - აშშ-ის ისტორიის პერიოდი, რომელსაც განსაკუთრებული მონეტარული დეფლაცია ახლდა თან. არის ეკონომეტრიკის საზოგადოების სტიპენდიანტი.
ბენ ბერნანკე დაქორწინებულია პროფესიით ესპანური ენის მასწავლებელ ანა ბერნანკეზე, რომელიც პრინსტონის დღის სკოლაში ასწავლის. ჰყავთ ორი შვილი.