ბენინ-სითი
ქალაქი | |
---|---|
ბენინ-სითი ინგლ. Benin City იორუბა. Ìlú Benin | |
ქალაქი ბენინ-სითი | |
ქვეყანა | ნიგერია |
შტატი | ედოს შტატი |
კოორდინატები | 5°37′59″ ჩ. გ. 6°19′59″ ა. გ. / 5.63306° ჩ. გ. 6.33306° ა. გ. |
დაარსდა | 1899 |
ფართობი | 1204 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 1 147 188 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ბენინ-სითი (ინგლ. Benin City, იორუბა. Ìlú Benin) — ქალაქი ნიგერიის სამხრეთში მდებარე ედოს შტატში, დაახლოებით 40 კმ-ით ჩრდილოეთით მდინარე ბენინიდან, 330 კმ-ით აღმოსავლეთით ლაგოსიდან. მოსახლეობა — 1 147 188 ადამიანი (2006 წელი).
1180-1897 წლებში ბენინ-სითი ცნობილი იყო, როგორც ილ-იბინუ. სახელი იორუბას ენაზე ნიშნავს «მწუხარეთა საცხოვრებელი», შემდეგ შეიცვალა Ubinu-თი, ხოლო პორტუგალიელებმა გადააკეთეს, როგორც ბენინი.
ისტორია
X საუკუნეში დაარსებული ბენინი იყო ბენინის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც აყვავების ხანას განიცდიდა XIV საუკუნიდან XVII საუკუნემდე პერიოდში. 1485 წლის შემდეგ ბენინში გამოჩნდნენ პორტუგალიელები. XVI—XVII საუკუნეებში ქალაქი გამდიდრდა მონათა ვაჭრობით, რის შედეგადაც მთელმა რეგიონმა მიიღო მონათა ნაპირის დასახელება, ასევე ზოგიერთი ტროპიკული პროდუქტების ექსპორტით. ამ პერიოდში ქალაქი ასევე განთქმული იყო მხატვრული ხელნაკეთობებით.
ქალაქმა, ისევე როგორც მთელმა ბენინის სამეფომ, ეკონომიკური ვარდნა განიცადა 1700 წლის შემდეგ, მაგრამ XIX საუკუნეში პალმის პროდუქტებით ვაჭრობის შედეგად ის კვლავ ფეხზე დადგა. 1897 წლის 17 თებერვალს ინგლისურმა სადამსჯელო ექსპედიციამ, ადმირალ ჰარი როუსონის მეთაურობით, დაიპყრო და გადაწვა ქალაქი, გაანადგურა ბენინის სამეფოს სიმდიდრის დიდი ნაწილი.[1] გადარჩენილი ფასეულობები (ბენინის ბრინჯაო, პორტრეტული ფიგურები, ბიუსტები და რკინისაგან შექმნილი ნაკეთობანი, ნაკვეთი სპილოს ძვალი, თითბერი (პირობითად «ბრინჯაოდ» წოდებული) ინგლისელებმა თან წაიღეს და დღეისათვის გამოფენილია მსოფლიოს ბევრ მუზეუმში.
1967 წელს ქალაქი ერთი დღით გახდა თვითგამოცხადებული ბენინის რესპუბლიკის დედაქალაქი.
ეკონომიკა
ბენინ-სითი ნიგერიის რეზინის წარმოების ცენტრია. ქალაქში ასევე მდებარეობს ხე-ტყის გადამამუშავებელი და ქიმიური საწარმოები.[1] მთავარი ტრადიციული საქმიანობაა პალმის ზეთის წარმოება. განვითარებულია მხატვრული ხელსაქმეობა (ხეზე და სპილოს ძვალზე ჭრა).
განათლება
ბენინ-სითიში მდებარეობს ნიგერიის მთელი რიგი საუკეთესო აკადემიური დაწესებულებები, კერძოდ, ბენინის უნივერსიტეტი (University of Benin (Nigeria)), ამბროზე ალის უნივერსიტეტი (Ambrose Alli University), ბენსონ აიდაჰოსას უნივერსიტეტი (Benson Idahosa University), იგბინედიონის უნივერსიტეტი (Igbinedion University), ასევე მთელი რიგი კერძო უმაღლესი სასწავლებლები.
ღირსშესანიშნაობები
ქალაქის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ობის სასახლე (ბენინის სამეფოს მმართველი), ემოტანის სტატუა — ქალაქის მფარველი, ბენინ-სითის ეროვნული მუზეუმი. ქალაქში ტარდება სხვადასხვა მიმართულების მთელი რიგი ფესტივალები.
რესურსები ინტერნეტში
- მსოფლიოს სახელმწიფო მოღვაწეები — ნიგერია
- The Fall of Benin დაარქივებული 2006-08-14 საიტზე Wayback Machine.
- Britain: Return our Stolen Artefacts[მკვდარი ბმული]
- Benin kingdom/Edo state tourism
- FallingRain Map — elevation = 77m დაარქივებული 2008-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Story of cities #5: Benin City, the mighty medieval capital now lost without trace
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Benin, City, Nigeria, დაარქივებული 25 April 2007 საიტზე Wayback Machine. The Columbia Encyclopedia, Sixth Edition. 2005 Columbia University Press. Retrieved 18 February 2007