ბოლოწითელა, ბაღის მატყლთათა (ლათ.Calliteara pudibunda) — პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა. ფრთების შლილი 45 მმ-მდეა. წინა ფრთები მოთეთრო-რუხია, ფუძეზე დიდი მოთეთრო ლაქით. უკანა ფრთები მოთეთროა. ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია. პეპლები ფრენენ მაისის ბოლოს და ივნისში. კვერცხებს დებენ ნახევარ მთვარისებურად 1–2 ფენად წვრილი ტოტების გარშემო, იშვიათად ღეროს ქერქზე, სულ 1066-მდე. კვერცხის ფაზის ხანგრძლივობა 15–20 დღეა. მატლები იჩეკებიან ივნისის მეორე ნახევარში. გაივლიან 6–7 ხნოვანებას. ბოლო ასაკის მატლები სექტემბერში ჩადიან ნიადაგში, იჭუპრებენ ორფენოვან პარკში, გვხვდებიან ივნისამდე ნიადაგის საფარში, ფუღუროში ან სხვა მყუდრო ადგილას, იზამთრებს ჭუპრის ფაზაში. იკვებება მუხით, რცხილით, მურყნით, კუნელით, ალვის ხითა და ვაშლით. შედარებით იშვიათად სახლდება სხვა სახეობებზე. მავნებელია.[1]