ბრაზილიის პრეზიდენტი ბრაზილიის პრეზიდენტის შტანდარტი ბრაზილიის პრეზიდენტი (პორტ. Presidente do Brasil ) — ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური. ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტი ფიცს დებს 1 იანვარს .
ბრაზილიაში საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდა 1889 წელს, პედრუ II-ის წინააღმდეგ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. რესპუბლიკური სისტემის დამყარების შემდეგ ბრაზილიაში შეიცვალა ექვსი კონსტიტუცია, ერთმანეთს ენაცვლებოდა ორი დიქტატურა და სამი დემოკრატიული პერიოდი.
სახელმწიფოს ამჟამინდელი პრეზიდენტია მუშათა პარტიის წარმომადგენელი დილმა რუსეფმა , რომელმაც 2010 წლის 3 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მანამდე პრეზიდენტის თანამდებობა ბრაზილიაში ლუის ინასიუ ლულა და სილვას ეკავა. იგი პირველად 2002 წელს აირჩიეს და საპრეზიდენტო ლენტა 2003 წლის 1 იანვარს ჩაიბარა; 2002 წელს მან თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა, უფლებამოსილების ვადა კი 2011 წლის 1 იანვარს ამოეწურა.
უფლებები ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს; ნაწილობრივ ან სრულ ვეტოს ადებს კანონპროექტებს; წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას საზღვარგარეთ; იღებს კანონის ძალის დროებით ზომებს; ასრულებს კონსტიტუცით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
The article is a derivative under the Creative Commons Attribution-ShareAlike License .
A link to the original article can be found here and attribution parties here
By using this site, you agree to the Terms of Use . Gpedia ® is a registered trademark of the Cyberajah Pty Ltd