ბუენოს-აირესის ტბა
ბუენოს-აირესის ტბა (ესპ. Lago Buenos Aires) ან ხენერალ-კარერა (ესპ. Lago General Carrera) — მყინვარული წარმოშობის ტბა პატაგონიის ანდებში, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე (სამხრეთ ამერიკა). ზღვის დონიდან 215 მეტრზე. ფართობი 2 400 კმ². დასავლეთ ფიორდული სანაპირო კვეთს ანდების ჩრდილოეთ კალთებს, განიერი აღმოსავლეთ სანაპირო პლატოზე მდებარეობს და მორენებითაა შემოსაზღვრული. ტბის წყალი მდინარე ბეიკერით წყნარ ოკეანეში, ხოლო მდინარე რიო-დესეადოთი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
|
---|
| |
ჩილეს დროშა |
|