გაზელი (ლათ.Gazella) — ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახის ჩლიქოსანთაგვარი[1] და 3[2] (ადრე 7) გვარის კრებითი სახელწოდება. არსებობს გაზელის 18 სახეობა, რომელთაგან 2 გადაშენებულია (გვარში შედის 11 სახეობა, დანარჩენი კრებით სახელში ერთიანდებიან); აგრეთვე ცნობილია 30-მდე ამომწყდარი სახეობა.[2] გავრცელებულია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის უდაბნოებსა და სტეპებში. ცხოვრობენ ჯოგებად, იკვებებიან ბალახოვანი მცენარეებით. დარბიან ძალიან სწრაფად. ნეზვი ყოველწლიურად 1—2 ნუკრს იგებს. ძვირფასი სანადირო და სარეწაო ცხოველებია და, რაკი მათი რიცხვი სწრაფად კლებულობს, საჭიროებენ დაცვას.