გარბინიე მუგურუსა ბლანკო (ესპ.Garbiñe Muguruza Blanco; დ. 8 ოქტომბერი, 1993, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელური წარმოშობის ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
მუგურუსას ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2016 წელს, მან საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსი ორ სეტში დაამარცხა[2], ხოლო 2017 წელს უიმბლდონის ფინალში მის დას – ვინუსს ასევე ორ სეტში სძლია[3]. მუგურუსას ჯამში 6 WTA-ის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 4 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.
პირადი ცხოვრება
გარბინიე დაიბადა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში. დედა სკარლეტ ბლანკო ვენესუელელია, ხოლო მამა ხოსე ანტონიო მუგურუსა ბასკიაესპანეთიდან. ჰყავს ორი ძმა – ასიერი (ინჟინერი) და იგორი (ეკონომისტი). გარბინიემ ჩოგბურთის თამაში სამი წლის ასაკში დაიწყო ძმებთან ერთად. გამოირჩევა აგრესიული სათამაშო სტილით. მისი ფავორიტი საჩოგბურთო საფარია ჰარდი. მისი ფავორიტი ჩოგბურთელები იყვნენ სერენა უილიამსი და პიტ სამპრასი. ფლობს ესპანურ და ინგლისურ ენებს. უყვარს კულინარია, წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა[4].
სტატისტიკა და მიღწევები
მთავარი სტატია: გარბინიე მუგურუსას სტატისტიკა და მიღწევები.