გელენჯიკი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გელენჯიკი Геленджик | |||||
![]() გელენჯიკი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 44°33′39″ ჩ. გ. 38°04′36″ ა. გ. / 44.56083° ჩ. გ. 38.07667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1831 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1915 | ||||
ფართობი | 123 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 30 მ | ||||
მოსახლეობა | 61 391 კაცი (2013) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 86141 | ||||
საფოსტო ინდექსი | 353460–353497 | ||||
ოფიციალური საიტი | gelendzhik.org | ||||
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/GelendzhikWaterBirds15Jan2006.jpg/300px-GelendzhikWaterBirds15Jan2006.jpg)
გელენჯიკი (რუს. Геленджик) — საკურორტო ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს შავი ზღვის გელენჯიკის უბის ნაპირზე, მარკოთხის ქედის დასავლეთი ნაწილის მთისძირას, ზღვის დონიდან 30 მ სიმაღლეზე. ქალაქ ნოვოროსიისკიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2013 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 61 391 ადამიანი. გელენჯიკი საკურორტო რაიონის ცენტრია. ამ რაიონშია ზღვისპირა კლიმატური კურორტები და სამკურნალო ადგილები: დივნომორსკოე, ჯანხოთი, კაბარდინკა, არხიპო-ოსიპოვკა. ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა, ზაფხული ძალიან თბილია, ზამთარი რბილი. ნალექები 750 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალებანია: აეროთერაპია, მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა, ტალახით მკურნალობა, ყურძნით მკურნალობა. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა და ნერვული სისტემის დაავადებანი, სისხლის მიმოქცევის მოშლა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები.
შეიქმნა 1864 წელს როგორც დასახლებული პუნქტი. ქალაქია 1915 წლიდან. არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გელენჯიკი“ ვიკისაწყობში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 38.