გველის სურო
გველის სურო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Vinca L., 1753 | |||||||||||||
|
გველის სურო (ლათ. Vinca) — მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მიწაზე გართხმული ბალახია. აქვს მოპირისპირე, ხშირად ტყავისებრი მოზამთრე ფოთლები, თეთრი, ცისფერი ან მოლურჯო-იისფერი მარტოული ყვავილები.
ევროპასა და დასავლეთ აზიაში გავრცელებულია 7 სახეობა, საქართველოში — 2 სახეობაა: V. herbacea და V. major (ქვესახეობა Vinca major subsp. hirsuta, ყოფილი V. pubescens). მათგან პირველი უფრო ფართოდ გვხვდება. მისი უნაყოფო ან ნაყოფიანი ღეროები გართხმული ან წამოწეული და შიშველია. აქვს მოლურჯო-იისფერი ყვავილები და თითქმის მჯდომარე ფოთლები. ყვავილობს აპრილ-მაისში. იზრდება მთის შუა სარტყლის ბუჩქნარებსა და ფერდობებზე.
დეკორატიული მცენარეებია, აშენებენ აგრეთვე როგორც სამკურნალო მცენარეს. საქართველოში გავრცელებული ორივე სახეობა სამკურნალოა, შეიცავს ალკალოიდებს — აკუმაცინს, ვინკამინს, ვინინს, პუბესცინს, რეზერპინს და სხვ. მათგან დამზადებული პრეპარატები (დევინკანი, ვინკაპანი) გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებების დროს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 140.
- შენგელია ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 608.