გია ნოდია
გია ნოდია | |
გია ნოდია (2011) | |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი, 2008 – 10 დეკემბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი |
წინამორბედი | მაია მიმინოშვილი |
მემკვიდრე | ნიკა გვარამია |
დაბადებული | 4 სექტემბერი, 1954 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გია ნოდია (დ. 4 სექტემბერი, 1954) — ქართველი პოლიტოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. 2008 წლის 31 იანვრიდან ამავე წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1954 წელს. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 1982 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1980-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, განყოფილების გამგედ. 2006 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.