გიორგი ასანიძე დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს ქალაქ საჩხერეში. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2006-2007 წლებში — რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებელი ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2013 წელს გიორგი ასანიძე დაინიშნა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.[2]
პროფესიით არის მწვრთნელი–პედაგოგი და ეკონომისტი.
2017 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ გიორგი ასანიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.[3]
2018 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელად.