გოგოსა
გოგოსა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Sorbus aria | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Sorbus aria | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 62861 | ||||||||||||||
|
გოგოსა[1] (ლათ. Sorbus aria) — ბუჩქი ან 4-7 მ-მდე სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახიდან, ელიპტური, კვერცხისებრი ან შებრუნებულ კვერცხისებრი, ოდნავ დაკბილული, მუქი მწვანე, ზემოდან პრიალა, ქვემოდან თეთრად შებუსული ფოთლებით. ივნისის დასაწყისში გამოაქვს ფარისებრ თანაყვავილედში შეკრებილი თეთრი ყვავილები.
მწკლარტე გემოს ნაყოფი ორკურკიანია, მრგვალი, სიმწიფეში ჟღალი წითელი, კვრცხისებრ წაგრძელებული, ყინვების დადგომისას იღებს მოტკბო გემოს. იგი მზისმოყვარული მცენარეა, იზრდება სუბალპურ და ალპურ მეჩხერ კორომებში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. საქართველოს გარდა ვხვდებით ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით შვედეთში, პარკებსა და გაზონებში როგორც ლამაზ დეკორატიულ მცენარეს.
ლიტერატურა
- Waldbäume, Sträucher und Zwergholzgewächse, Heidelberg, 1955, გვ. 187