გრიგოლ XIV
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d4/Gregory_XIV.jpg/220px-Gregory_XIV.jpg)
გრიგოლ XIV (ლათ. Gregorius PP. XIV; ერისკაცობაში ნიკოლო სფრონდრატი; დ. 11 თებერვალი, 1535 — გ. 16 ოქტომბერი, 1591) — რომის პაპი 1590 წლის 5 დეკემბრიდან, მის გარდაცვალებამდე, 1591 წლის 16 ოქტომბრამდე.
ნიკოლო სფრონდრატი დაიბადა 1535 წლის 11 თებერვალს მილანში. შეისწავლა სამართალი. კონკლავზე მისი კანდიდატურა წარადგინეს ესპანეთის სამეფო კარის ინიციატივით. კორონაციის შემდეგ მხარი დაუჭირა ფილიპე II-ის ანტიფრანგულ პოლიტიკას. აქტიურად ჩაერია კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ, საფრანგეთის რელიგიურ ომებში. კორონაციიდან 10 თვეში გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
- ენციკლოპედია „ბრიტანიკა“[მკვდარი ბმული]
წინამორბედი: ურბან VII |
რომის პაპი 1590 — 1591 |
შემდეგი: ინოკენტი IX |