გრიზლი (ლათ. Ursus arctos horribilis) — დიდი მტაცებელი ძუძუმწოვარი; მურა დათვის ქვესახეობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკაზე და კანადის დასავლეთ რაიონებში. საკმაოდ აქტიურია. შესახედაობით და ზომებით ახლოსაა ციმბირში მცხოვრებ მურა დათვებთან.