გუგულის სელი (Polytrichum), მცენარის გვარი ღეროფოთლოვანი ხავსების კლასისა. ცნობილია 100-მდე სახეობა. იზრდება მთებში, წიწვოვან ტყეებში, ჭაობებში, ტუნდრაში. ქმნის ბალიშისებრ კორდებს და ხელს უწყობს დაჭაობებას. უფრო ხშირად გუგულის სელს უწოდებენ Polytrichum commine-ს, რომელიც დაჭაობებულ ტაიგაში იზრდება. საქართველოში გავრცელებულია მთის ტყეებში და მდელოებზე.