დავით მარგოშვილი

დავით მარგოშვილი (დ. 11 აგვისტო, 1980, ახმეტა) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (2003, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 66 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2002, გუნდური; ბაზელი, შვეიცარია), ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ( 2001 , პარიზი, საფრანგეთი; 2003, დიუსელდორფი, გერმანია, 66 კგ), მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული (2000, 2003, თბილისი, 66კგ), სამგზის მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი ( 2002, თბილისი, 2004, პარიზი, საფრანგეთი, 66 კგ; 2006, პარიზი, საფრანგეთი 73 კგ), ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები, 1998 ; ბუქარესტი, რუმინეთი, 60 კგ). ამასთან ერთად იგი არის შეიარაღებული ძალების II მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1999, ზაგრები, ხორვატია, 66კგ) და 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა III ადგილისთვის შეხვედრაში).

ძირითადი შედეგები

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2003 -66 კგ 1st
ძიუდო
ბაზელი, შვეიცარია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2002 -66 კგ 2nd
ძიუდო
დიუსელდორფი, გერმანია
ევროპის ჩემპიონატი 2003 -66 კგ 2nd
ძიუდო
პარიზი, საფრანგეთი
ევროპის ჩემპიონატი 2001 -66 კგ 2nd

რესურსები ინტერნეტში