დაკვირვება

დაკვირვება — საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში[1] ქმედება ან შემთხვევა რაღაცის გააზრების ან აღქმის,[2] ინფორმაციის პირველადი წყაროდან მოპოვებისა. ცოცხალ არსებებში დაკვირვება გრძნობის ორგანოებს იყენებს. მეცნიერებაში დაკვირვება ასევე შეიძლება აღნიშნავდეს მონაცემების აღქმას და ჩანიშვნას სამეცნიერო ინსტრუმენტების გამოყენებით. ტერმინი შეიძლება ეხებოდეს სამეცნიერო საქმიანობის დროს შეგროვებულ ნებისმიერ მონაცემს. ჩაწერილი მონაცემები შესაძლოა იყოს აღწერითი ან რაოდენობრივი.
სქოლიო
- ↑ (2017) „Philosophy of Cosmology“, The Stanford Encyclopedia of Philosophy. Metaphysics Research Lab, Stanford University.
- ↑ Meanings and Definitions of Words at. Dictionary.com. ციტირების თარიღი: 2022-05-13.