დამალული სიმართლე

დამალული სიმართლე

დამალული სიმართლე პოსტერი
ჟანრი ტელენოველა
დრამა
მელოდრამა
ავტორი ხოსე რენდონი
სცენარი ხოსე რენდონი
რეჟისორი კლაუდიო რეიესი
ხოსე ანხელ გარსია
მონაწილეობენ გალილეა მონტიხო
ალეხანდრა ბაროსი
ედუარდო იანესი
გაბრიელ სოტო
თემის კომპოზიტორი მანუელ ალეხანდრო
მთავარი თემა "Si Te Perdiera" ასრულებს ლუის მიგელი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ენა ესპანური
ეპიზოდი 120
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ემილიო ლაროსა
პროდიუსერ(ებ)ი არტურო პედრასა
რედაქტორ(ებ)ი მაურისიო კერტესი
ხუან ალფრედო ვილიარეალი
ხანგრძლივობა 42-45 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი Canal de las Estrellas
ეთერში 27 თებერვალი, 200611 აგვისტო, 2006
ქრონოლოგია
წინა განთიადი
შემდეგი დაუნდობელი სამყარო
დაკავშირებული შოუები საიდუმლოს გზა

დამალული სიმართლე (ესპ. La verdad oculta) — მექსიკური ტელენოველა, რომელიც პროდიუსერმა ემილიო ლაროსამ კომპანია ტელევისასთვის გადაიღო 2006 წელს.

გალილეა მონტიხო, ალეხანდრა ბაროსი, ედუარდო იანესი და გაბრიელ სოტო არიან მთავარო როლის შემსრულებელი მსახიობები.

სიუჟეტი

ეს არის ორი წყვილის სასიყვარული და ინტრიგებით სავსე ისტორია. გაბრიელა გილენი (გალილეა მონტიხო) ახალგაზრდა ღარიბი გოგონა, რომლელიც კაზინოში მიმტანად მუშაობს და შემთხვევით შეხვდება კაცს, რომელიც მისი ნამდვილი მამის მარიო ხენოვესის (ჰექტორ ორტეგა) შვილია. გაბრიელა ღარიბ ოჯახში გამზრდელ მამასთან ფაუსტო გილენთან (ჰექტორ ორტეგა) და მის პატარა დასთან ხულიეტა გილენთან (კლაუდია ტროიო) ერთად გაიზარდა. დავიდ ხენოვეს (გარიელ სოტო) ორდონესი მარიოსა ხენოვესის ოჯახში გაიზარდა, თუმცა ადოლფო ავილას (ხულიო ალემანი) შვილია. ადოლფო მარიოს მტერია და ცდილობს ხელსაყრელი მომენტი ჩაიგდოს ხელში რათა გაანადგუროს ის, მარიო მალე გაიგებს, რომ მის მოკვლას გეგმავენ და ფაუსტო გილენს დახმარებას სთხოვს იმ მისი შვილის გაბრიელას და საყვარელი ქალის მარტა სალივარ გუსმანის სიყვარულის გამო. მარიო ფაუსტოს მისი ადგილის დაკავებას და ქონების განკარგვას მოსთხოვს რათა ადოლფო ხელში არ ჩაიგოდ ის, ამისთვის ის მისი სახლიდან მარიოს სახლამდე დიდ გვირაბს გათხრის სადაც გრიმებს და სახის ნაწილებს ინახავს გარდასახვისთვის. ხუან ხოსე ვიქტორია ოკამპო (ედუარდო იანესი) პატიმარია, რომელიც თავისი უდანაშაულობის დამტკეცას სცდილობს, მისი მეგობარი პატიმარი, რომელიც წარსულში დიდი ქონების მეპატრონე იყო გადანახულ განძის შესახებ მოუყვება, რომელიც მის ძველ სახლშია დამალული. ციხეში აჯანყება მოხდება ხუან ხოსე კი გაქცევას მოახერხებს მეგობრის სახლშიც მივა და განძსაც იპოვის გამდიდრების შემდეგ ის მისი მტრის საძებნელად და უდანაშაულობის დასამტკეცად ბრძოლას იწყებს, მალე ის ალეხანდრა ბოლმორ ხენოვეს (ალეხანდრა ბაროსი) შეხვდება, რომელიც მისი დაუძინებელი მტრის ნათესავი და მომავალში მისი ერთადერთი ნამდვილ სიყვარული გახდება.

როლებში

მთავარ როლებში

  • გალილეა მონტიხო - გაბრიელა გილენი / მარტა სალივარ გუსმანი
  • ალეხანდრა ბაროსი - ალეხანდრა ბოლმორ ხენოვესი
  • ედუარდო იანესი - ხუან ხოსე ვიქტორია ოკამპო
  • გაბრიელ სოტო - დავიდ ხენოვეს

აგრეთვე მონაწილეობენ

  • მარია სორტე - იოლანდა რეი
  • ხულიო ალემანი - ადოლფო ავილა
  • ჰექტრო ორტეგა - ფაუსტო გილენი / მარიო ხენოვესი / სანტიაგო გუსმანი
  • ირმა ლოსანო - დორა რამირესი
  • ლაო "ელ მიმო'' - ასუნსიონ ლიმონი
  • ერიკ დელ კასტილიო - გრეგორიო პინედა
  • ფაბიან რობლესი - რობერტო ზარეტე
  • მარკო მენდესი - კარლოს ავილა
  • სესილია ტიხერინა - სუსანა "ლა ჩოლა"
  • არტურო კარმონა - მაურისიო მედინა
  • ბობი ლარიოსი - მარკო რივერა მუნიოსი
  • მარგარიტა მაგანია - ბერტა ბალმორ ხენოვესი
  • ჰარი გეიტნერი - ლეონარდო ფაიდელა
  • მარიო საურეტი - აბელარდო სანჩესი
  • კარლოს მიგელი - ფელიქს მენდესი
  • ჟაკლინ ვოლტერი - ბედორა
  • ბიბელოტ მანსური - გილერმინა "მინა" ალვარესი
  • ალფრედო ალონსო - სალომონ ზარატე
  • ალბერტო ლოსტინი - რამონ კაბალერო
  • კარლა ლოსანო - კარამელო
  • რობერტო ტელო - მორანო
  • კლაუდიო ტროიო - ხულიეტა გილენი
  • სილვია რამირესი - ელსა რივერა მუნიოსი

სპეციალური მოწვევით

მონიკა დოსეტი - ზაიდა კასტელანოსი

როსანა სანხუანი - იოლანდა რეი (ახალგაზრდა)

რაულ ვალერიო - დონ ხორხე

მარისოლ გონსალესი - ხიმენა

წარსულის საიდუმლო

საქართველოში ტელესერიალის პრემიერა 2006 წელს ტელეკომპანია იმედის ეთერში შედგა. სერიალი საეთერო ბადეს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 19:00-ზე იკავებდა.

ჯილდო და ნომინაციები

წელი ჯილდო კატეგორია მიმღებული ჯილდო შედეგი
2007 25-ე TVyNovelas დაჯილდოება წლის საუკეთესო ტელენოველა დამალული სიმართლე ნომინირებული
საუკეთესო მსახიობი ქალი ალეხანდრა ბაროსი ნომინირებული
საუკეთესო მსახიობი კაცი ედუარდო იანესი გამარჯვებული
საუკეთესო ბოროტი როლის

შემსრულებელი მსახიობი ქალი

მარგარიტა მაგანია ნომინირებული
საუკეთესო მთავარო როლის

შემსრულებელი მსახიობი კაცი

ერიკ დელ კასტილიო გამარჯვებული
ხულიო ალემანი გამარჯვებული
საუკეთესო ახალგაზრდა მთავრი როლის

შემსრულებელი მსახიობი ქალი

კლაუდია ტროიო ნომინირებული
სილვია რამირესი ნომინირებული
საუკეთესო რეჟისორი კლაუდი რეიეს რუბიო ნომინირებული
ხოსე ანხელ გარსია ნომინირებული

სქოლიო

დამალული სიმართლეტელევისას წარდგენა

გალილეა მონტიხო დაბრუნდა სერიალებში დაარქივებული 2017-06-08 საიტზე Wayback Machine. todotnv.com.  31 ოქტომბერი 2005 წელი

2007 წლის მექსიკური კინოსა და ფილმები დაჯილდოება დაარქივებული 2016-08-17 საიტზე Wayback Machine. webdelatele.com 2007 წლის 20 ნოემბერი

რესურსები ინტერნეტში