დამასკოს ალყა (1148)

დამასკის ალყა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი

შუა საუკუნეების მინიატურა, სამი მეფის საბჭო და დამასკის ალყა
თარიღი 24-29 ივლისი, 1148
მდებარეობა დამასკო, სირია
შედეგი ჯვაროსნებმა ალყა მოხსნეს
მხარეები
ჯვაროსნები ზანგიდები
მეთაურები
ბალდუინ III
კონრად III
ლუი VII
ნურ ად-დინ მაჰმუდი
ძალები
50 000 35 000
დანაკარგები
უცნობია უცნობია
დამასკოს ალყა ვიკისაწყობში

დამასკის ალყა — ალყა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, რომელიც გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში (24-29 ივლისი, 1148), დამთავრდა ჯვაროსნების დამარცხებით.

თავდაპირველად იყო ნავარაუდევი ედესის დაპყრობა, მაგრამ რეალური მიზეზი იყო იერუსალიმის სამეფოს მიერ მიწების დაპყრობა.

აკრაში შეკრებილმა ლუი VII-მ, ბალდუინ III იერუსალიმელმა და კონრად III-მ გადაწყვიტეს დამასკოს ალყა. გალილეაში ჯვაროსნების ჯარი გაერთიანდა და გააგრძელეს ლაშქრობა იორდანის მაღლობებზე. ამის გარდა, ცოტა მოგვიანებით მათ შეუერთდა ტაძრის რაინდები და იოანიტები. ივლისის დასაწყისში ჯარი გადავიდა ლიბანის ქედზე და დაამარცხა ბანაკი დამასკოს მახლობლად. 1148 წლის 24 ივლისს დაიწყო დამასკოს ალყა. ამ დღეს ჯვაროსნებმა დაიპყრეს გუტუ, სადაც ხარობდა დამასკოს ხეხილი, ამით გაწირეს მოსახლეობა შიმშილიშთვის. პირველ დღეებში ალყა მიმდინარეობდა წარმატებულად, ჯვაროსნები მიუახლოვდნენ ქალაქის კედლებს. იმპერატორ კონრადმა დაამარცხა მუსულმანები და გამაგრდა მდ. ბარადის მარჯვენა სანაპიროზე. ალყის პირველ დღეებში კონრადმა გაითქვა სახელი იმით, რომ პირადად ებრძოდა მუსულმანს და დახოცა ისინი. დამასკოს გარდაუვალი დაცემის დროს მოხდა დავა ლაშქრის წინამძღოლებს შორის, იმის შესახებ თუ ვისი დროშა იფრიალებდა დაპყრობილი ქალაქის თავზე. გარდა ამისა, ალყა არ აღმოჩნდა სრული. ამ დროს დამასკოში მოვიდა მაშველი ჯარი, რომელიც შედგებოდა ოცი ათასი ქურთისა და თურქმენისგან. ამის გარდა ახლოვდებოდა ალეპოს და მოსულის სულთნების ჯარი. საბოლოოდ ჯვაროსნებმა ალყა მოხსნეს.

რესურსები ინტერნეტში