დასავლეთი ფლანდრია
დასავლეთი ფლანდრია (ნიდერლ. West-Vlaanderen) — ბელგიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი, შედის ფლამანდიის რეგიონის შემადგენლობაში. ესაზღვრება აღმოსავლეთი ფლანდრია, ენო, ნიდერლანდები და საფრანგეთი. დედაქალაქი — ბრიუგე. მოიცავს 65 კომუნას.
ძირითადი მონაცემები
- ფართობი: 3144 კმ²
- უმთავრესი მდინარეები: იზერი, ლისი, მანდერი.
- მოსახლეობა: 1 159 366 (2010 წ.)
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში