დენპასარი

ქალაქი
დენპასარი
ინდონ. Kota Denpasar
დროშა გერბი


Puradhipa Bhara Bhavana
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია ბალი
შიდა დაყოფა West Denpasar[1] , South Denpasar[1] , East Denpasar[1] და North Denpasar[1]
კოორდინატები 8°39′00″ ს. გ. 115°13′00″ ა. გ. / 8.65000° ს. გ. 115.21667° ა. გ. / -8.65000; 115.21667
დაარსდა 27 თებერვალი, 1788
ფართობი 123,98 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
მოსახლეობა 788 445 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6 400 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +62 361
საავტომობილო კოდი DK
ოფიციალური საიტი denpasarkota.go.id
დენპასარი — ინდონეზია
დენპასარი

დენპასარი (ინდონ. Kota Denpasar) — ქალაქი ინდონეზიაში, ბალის პროვინციის დედაქალაქი.[2] მისი მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდება და 2010 წელს ეს მაჩვენებელი 788 445 ადამიანს შეადგენდა. მიმდებარე მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა 2 მილიონამდეა.

ისტორია

1958 წელს დენპასარი ბალის დედაქალაქი გახდა. წინა საუკუნეებში ის ბადუნგის პროვინციის დედაქალაქი იყო. მის არქიტექტურაზე იგრძნობა მრავალი კულტურის გავლენა, იავური, ჩინური თუ ევროპული. ჩინური ტრადიციები განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის ცენტრში. XIX საუკუნეში მოსულმა ჰოლანდიელმა კოლონისტებმა ძეგლებზე ასევე დატოვეს თავისი კვალი. მიუხედავად ბოლო წლებში მიმდინარე სწრაფი სწრაფი მშენებლობებისა, დენპასარი მაინც ინარჩუნებს პროვინციულ იერსახეს. ტაძრებისა და სახლების სიახლოვეს ჯერ კიდევ შესაძლებელია ბრინჯის მინდვრების ხილვა. ადმინისტრაციული შენობები გზატკეცილების გასწვრივაა განლაგებული. თანამედროვე არქიტექტურასთან შერწყმულია ტიური სასოფლო სტრუქტურები.

ეკონომიკა

დენპასარის ეკონომიკის სტრუქტურა თანდათან იცვლება და სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მზარდ ტურიზმზე.

დაძმობილებული ქალაქები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო