დივერსია

დივერსია — ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის სხვადასხვა მეთოდი. იურიდიულად „დივერსია“ გულისხმობს ზიანის მიყენებას, ან ზიანის მიყენების მცდელობას ქვეყნის თავდაცვის საწინააღმდეგო მოქმედებით, თავდაცვითი და სამხედრო ქონების, შენობების და ნაგებობების, მათ შორის ადამიანების და ბუნებრივი რესურსების წინასწარგანზრახული დაზიანებით, ან განადგურებით. მისი ტიპოლოგია დამოკიდებულია შემსრულებელთა ტიპების ან მათი მიზნების განსხვავებაზე. არჩევენ 4 ტიპის შემსრულებლებს: მოსამსახურეები, პროფესიული აგენტები, პარტიზანები, „მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები”. დ-ის ჩატარების მიზანი შეიძლება იყოს: სამხედრო საბოტაჟი, ეკონომიკური საბოტაჟი, საბოტაჟი პოლიტიკური, ან სოციალური მიზნების მისაღწევად.

რესურსები ინტერნეტში